თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი - პრეზიდენტი არჩევნებზე
საქართველო, თბილისი - 18:34 | 13.12.2023 ნანახია: 1399
ჩემი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ - ამჟამად არის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა პრაღაში რადიო თავისუფლებისჟურნალისტის მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომ "განიხილავთ, ან განიხილავდით თუ არა შესაძლებლობას, რომ [არჩევნებში] მონაწილეობა მიიღოთ, ჩამოაყალიბოთ პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთვებოდა" უპასუხა, რომ გეგმების შესასრულებლად თუ განსხვავებული ფორმატს საჭიროება დაინახა "მაშინ, ვნახოთ".
"მე ამჟამად პრეზიდენტი ვარ და ჩემი მანდატი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრულდება, ახალი პარლამენტი კი ახალ პრეზიდენტს აირჩევს, რადგან ჩვენი კონსტიტუციის თანახმად ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ხალხმა აირჩია. ჩემი გეგმა - თუ ამას შეიძლება გეგმა ვუწოდოთ - ამჟამად არის, რომ მანდატი ბოლომდე მივიყვანო და შევასრულო ჩემი, როგორც პრეზიდენტის როლი. პრეზიდენტმა უნდა სცადოს კონსენსუსის მიღწევა ქვეყანაში, რომელიც ღრმადაა პოლარიზებული - ეს, ცხადია, იოლი ამოცანა ვერ იქნება საარჩევნო წელს, რომელიც, სავარაუდოდ, სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა, რომლებიც ცდილობენ იმ ცხრა რეკომენდაციის შესრულებას, რომელთა შესრულებაც მოგვიწევს მას შემდეგ, რაც, იმედია, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს რამდენიმე დღეში. შემდეგ გვექნება წლის დარჩენილი დრო, არჩევნებამდე და არჩევნების ჩათვლით, რომელიც უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაჩვენოთ, რომ ვასრულებთ იმ ავანსს, რომელიც საქართველოსთვის გასცეს. აი, ესაა ჩემი გეგმები. თუ დავინახავ, რომ საჭირო ვარ განსხვავებული ფორმატით ამ ამოცანის შესასრულებლად, მაშინ, ვნახოთ", - თქვა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ასევე ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, განიხილავს თუ არა პარტიის ჩამოყალიბებას ან რაიმე სხვა გზით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.
"სხვაგვარად ვიტყოდი. თუ საკითხი საქართველოს ევროპულ მომავალს შეეხება, ნებისმიერ რამეს განვიხილავდი". - თქვა პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















