კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს, რომ იგებენ არჩევნებს, თუმცა მათ უკვე წააგეს რვა არჩევნები და წააგებენ მეცხრე, მეათე და გარანტირებულად მეთერთმეტე არჩევნებსაც - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:45 | 29.11.2023
ნანახია: 2730

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ყოველი არჩევნების წინ არწმუნებს საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩევლებში იმედგაცრუებას იწვევენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

„2012 წლიდან მოყოლებული, „ნაცმოძრაობა“, მათ შორის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, გამუდმებით საუბრობს, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე რვა არჩევნები წააგეს და აუცილებლად წააგებენ მეცხრე, მეათე და გარანტირებულად ასევე მეთერთმეტე არჩევნებს. ყოველი არჩევნების წინ ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მოიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩევლებში იწვევენ იმედგაცრუებას. ამით ალბათ მათი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მათი რეიტინგი არის შემცირებული, სწორედ ეს იმედგაცრუებაა. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების. რვაჯერ მოატყუეს, რომ იგებნენ არჩევნებს და რვაჯერ წააგეს არჩევნები. რა თქმა უნდა, მეცხრედაც წააგებენ აუცილებლად შემდეგ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე