გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე, მე ვერასდროს ვერავინ გამომიყენებს სხვა ადამიანის გაგდებისთვის, დაჩაგვრისთვის და დასჯისთვის - კობა ნაყოფია
საქართველო, თბილისი - 15:14 | 24.11.2023 ნანახია: 939
ვემზადებოდით, შევერთებოდით მანიფესტს და იმედი მქონდა, მოხდებოდა გაერთიანება, ამ დროს, გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
„მე არ მიყვარს კონსპირაციების თეორიები, იმედია, და ვისურვებდი, რომ სააკაშვილს ეს დანართი არ ჰქონდეს ნანახი, რამაც ბევრ ადამიანში ბევრი კითხვა გააჩინა. ეს გახდა მიზეზი, რომ ამ დოკუმენტს ხელს არ ვაწერ. ზოგადად, ლეგიტიმურობის საკითხიც უცნაურად ამოტივტივებულ საკითხად მეჩვენება. არავინ აყენებს ეჭვქვეშ დოკუმენტს, რომელიც წარგდენილ იქნა იუსტიციის სამინისტროში. ყრილობას აქვს უფლება, გადაირჩიოს პოლიტიკური საბჭო. საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რამდენად სწორი იყო. წარმოიდგინეთ, პოლიტსაბჭოს არჩევნები უნდა ჩატარებულიყო მარტში და უეცრად, გაუგებრად და დამსწრეებმაც რომ არ იცოდნენ, ორასკაციან ყრილობაზე, ათიათასიან ყრილობაზე არჩეული წევრები ისე გააგდეს, ვერავინ გაიგო. როგორი ადამიანები გააგდეს? ღვაწლმოსილი, მებრძოლი, გაუტეხელი, გულანთებული ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ამხელა წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, ჩვენთან ერთად იბრძოდნენ და გაუფრთხილებლად ისე გამოყარეს, რომ მედიის მეშვეობით გაიგეს მეორე დღეს.
სანამ ერთი ადამიანიც კი დარჩება გულნატკენი და ჩათვლის, რომ მისი ღირსება არის შელახული ან დაჩაგრულია, არასამართლიანად მოექცნენ, მე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და როგორც პოლიტსაბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, რა უფლება მაქვს ნებისმიერ დოკუმენტზე მოვაწერო ხელი, სადაც გვაგრძნობინებენ, რომ მე ვეთანხმები, რომ ლეგიტიმურად ყოფილა ეს ხალხი გაგდებული. მანიფესტში საუბარია, რომ ერთიანი ფრონტი უნდა გავუშალოთ, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. სადაც გაერთიანებისკენ არის მოწოდება და „ვარდების რევოლუციის“ მნიშვნელობაზე სადაც არის საუბარი, ის ნაწილი არავისში კითხვას არ ბადებს, კარგია და მივესალმებით. ზოგადად, მე ველოდებოდი, რომ დანართის ნაწილი საერთოდ არ იქნებოდა მანიფესტში, ვიწრო პარტიულ თემებს არ შეეხებოდა, ასე მინდოდა, ყოფილიყო. თქვენ გახსოვთ სააკაშვილის პოსტი, სადაც მან მოსაწვევი გამოაქვეყნა და თქვა, რომ ეს მანიფესტი იქნება ყველასთვის, არ იქნება ვიწრო პარტიული და ეს მოლოდინი გვქონდა ყველას. ვემზადებოდით, შევერთებოდით ამ მანიფესტს და დიდი იმედი მქონდა, რომ მოხდებოდა გაერთიანება. ამ დროს გუშინ ვიხილეთ დანართის სახით რაღაც დოკუმენტი, თურმე მე ხელი უნდა მოვაწერო ჩემი თანაგუნდელების გაყრის დამსჯელ აქტზე. კობა ნაყოფიას ვერასდროს ვერავინ გამოიყენებს სხვა ადამიანის გაგდებისთვის, დაჩაგვრისთვის და დასჯისთვის. ეს არის გამორიცხული, არ გამიკეთებია არასდროს და არ გავაკეთებ. ამ პრინციპს არასდროს ვუღალატებ. დოკუმენტზე არ მაქვს ცხოვრებაში ხელი მოწერილი, სადაც შეიძლება, ხელის მოწერით სხვა ადამიანს მიადგეს ზიანი ან იმ ადამიანს ეტკინოს გული. მეორე საოცრება მოვისმინე, ახალი ამბავია რაღაც თვითგარიცხვა პარტიიდან“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















