ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებენ საქართველოში მცხოვრები რუსები - გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილზე

საქართველო, თბილისი - 16:51 | 01.11.2023
ნანახია: 1034

ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებენ საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე საუბრობენ", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე წერს.

„როგორც აქამდე, ახლაც, რუსული თემით მანიპულირებს ზურაბიშვილი. ამჯერად, ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებენ საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც "მტრის ენაზე საუბრობენ". პრეზიდენტი ამას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინაპირობად ხედავს და მოითხოვს, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვან რუსეთის მოქალაქეები. ბოდვის გარდა ვერაფერს დაარქმევ ასეთ საჯარო განცხადებებს. დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს ესმით“, - წერს კარასინი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე