ქვეყანა ყარს, ევროკავშირს ცხვირზე ხელის მოჭერა და სტატუსის ასე მოცემა უხდება - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:42 | 30.10.2023
ნანახია: 807

ქვეყანა ყარს. პრაქტიკულად, ევროკავშირს ცხვირზე ხელის მოჭერა, სიმყრალის არშემჩნევა და სტატუსის ასე მოცემა უხდება, -  ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც პროცესს დისტანციურად ჩაერთო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

"მეგობრებო, პრობლემა ევროკავშირის სტატუსში სხვა ოპოზიციონერები კი არ არიან, პრობლემა არის ის, რომ ქვეყანაში არის ოლიგარქია, ქვეყანა ყარს, ქვეყანაში არის კორუფცია, ევროკავშირს პრაქტიკულად უხდება ცხვირზე ხელის მოჭერა, ამ სიმყრალის არ შემჩნევა და ასე მოცემა სტატუსის. მაგრამ ეს პრობლემები არსად არ წავა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე