ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 15:07 | 24.10.2023
ნანახია: 721

ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები არის გაუმჯობესებული, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და, პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ის ფაქტიც, რომ ვიღაცები ამის თავის თავზე მიწერას ცდილობენ, მეტყველებს, რომ სწორედ აქეთკენ მიდის პროცესი. ძალიან მაღალი ალბათობით, დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე