საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა
საქართველო, თბილისი - 20:16 | 12.10.2023 ნანახია: 1523
STEM სკოლა საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტია, რომელიც საქართველოში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
STEM სკოლამ მოსწავლეთა ორი ნაკადი უკვე წარმატებით მიიღო. ჯამში, ონლაინ სკოლაში სწავლის 2000 მსურველი დარეგისტრირდა, რომელთაგანაც სწავლა 400-მდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია 100-ზე მეტმა მოსწავლემ მოიპოვა.
STEM მიმართულება თანამედროვე სამყაროში ოთხ ყველაზე მოთხოვნად და მნიშვნელოვან სფეროს – საბუნებისმეტყველო მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას აერთიანებს. აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში STEM განათლება სკოლის სასწავლო მოდულშიც ჩაემატა. წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული სტიპენდიების დიდი ნაწილიც სწორედ მომავალი მეცნიერებისთვის და ინჟინრებისთვის არის განკუთვნილი.
შესაბამისად, STEM სკოლა წარმოადგენს შესაძლებლობას მოსწავლეებისთვის, არა მხოლოდ გამოიყენონ, არამედ თავად შექმნან ინოვაციები.
ერთწლიანი ონლაინ კურსის გავლა მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. კურსი ორ მოდულს აერთიანებს, პირველი მოდული თეორიულ ნაწილს მოიცავს, ხოლო მეორე – პრაქტიკულს, თუმცა გაკვეთილები ყოველთვის ინტერაქციულია.
პროექტის განხორციელებით, საქართველოს ბანკის მიზანი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. სწორედ ამიტომ, ბანკი ყოველწლიურად სკოლაში ჩარიცხულ, 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს და მათ სასწავლო პროცესში საჭირო მოწყობილობებით უზრუნველყოფს.
STEM სკოლაში ჩარიცხვისთვის მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდა, რომელიც სკოლაში უკვე ნასწავლ, STEM სკოლის სასწავლო მასალის დაძლევისთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა. როგორც კომაროვის სკოლის დირექტორი ამბობს: ,,მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან ასეთი დიდი დაინტერესება იძლევა იმედს, რომ მომავლის საქართველო და ახალი თაობა ფეხს აუწყობს ტექნოლოგიურ პროგრესს. მაქვს იმედი, რომ STEM სკოლის მოსწავლეები ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ, შეძენილ უნარებსა და რესურსებს კი საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ მიმართავენ“.
პროექტის განსაკუთრებულობა სწორედ ხელმისაწვდომობა და ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემაა. STEM სკოლის მთავარი იდეა კი მომავალი მეცნიერების, ტალანტების პოვნა და მათთვის კარგი საბაზისო ცოდნის მიცემაა.
„საქართველოს ბანკში გვჯერა განათლების, ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. ამიტომ, მიზნად ვისახავთ, მოსწავლეებს მივცეთ წვდომა მაღალი ხარისხის განათლებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მათ, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და შექმნან უკეთესი, უფრო ნათელი მომავალი. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, ჩვენი ძალისხმევით კი უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის შევქმენით განათლების შესაძლებლობა. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მოსწავლეების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
პროექტის პირველი მიღება ამჟამადაც წარმატებით განაგრძობს სწავლას, მეორე ნაკადმა კი სულ ახლახან დაიწყო სწავლა და პირველი გაკვეთილის ემოციები უკვე გამოსცადა. STEM სკოლა მომავლის პროექტია, რომელიც ცნობისმოყვარე მოსწავლეებს მეცნიერებისთვის ამზადებს. აქ ახალგაზრდები სწავლობენ, რომ კრეატიული იდეები, ფანტაზია და ტექნიკური ცოდნა ერთად ქმნის ინოვაციას, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ადამიანების ყოველდღიურობა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















