თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში მიმდინარე სესიაზე რეზოლუციაში შესწორება წარადგინა,რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 17:11 | 09.10.2023
ნანახია: 1319

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კკოპენჰაგენში მიმდინარე სესიაზე წარადგინა შესწორება რეზოლუციაში შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ. რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მხარი დაუჭირა.

თინა ბოკუჩავა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაში მონაწილეობს.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, დოკუმენტში უნდა შევიდეს შესწორება.

„სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ“, ამ დოკუმენტში რომ ჩაიწეროს ეს ფორმულირება: „ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის დამატებით საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

რეზოლუცია აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციების თანაწარდგინებით დაინიცირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე