მიგვაჩნია, რომ ეს არის “ქართული ოცნების” დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებულ რეალურ პრობლემებს და გამოწვევებს გვაშორებს - დავით კირკიტაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

საქართველო, თბილისი - 13:51 | 03.10.2023
ნანახია: 1409

ამ მავნებლური პროცესის წამოწყების მიზანია, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და  ყურადღება გადაიტანონ იმ რეალური პრობლემებიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,  პარლამენტის დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დაწყებულ პროცესზე საუბრისას.

მისი თქმით, ეს არის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი, რომელიც რეალურ პრობლემებს და გამოწვევებს გვაშორებს.

“მიზანი ამ მავნებლური პროცესის წამოწყებისა არის ორი “ქართული ოცნების” მხრიდან. პირველი ის, რომ უნდათ ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და მეორე ის, რომ ყურადღება გადაიტანონ იმ რეალური პრობლემებიდან, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აწუხებს. ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არის უცვლელი. ეს პროცედურა დაწყებული არის არასწორი მოტივაციით არასწორ დროს და ჩვენ ამ პროცესში ჩართვას არ ვაპირებთ, არც დარბაზში ყოფნას ვაპირებთ და არც ამ საკითხის განხილვას რაიმე სახით, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის “ქართული ოცნების” დღის წესრიგი, რომელიც გვაშორებს რეალურ პრობლემებს და რეალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს,“ - განაცხადა კირკიტაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე