ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონში გამართლ ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის ფორუმზე წლის სტრატეგიულ პროექტად დასახელდა
საქართველო, თბილისი - 16:00 | 11.03.2016 ნანახია: 1783
„CG/LA-ს ინფრასტრუქტურის“ უმაღლესი ჯილდო „წლის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტისათვის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გადაეცა, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის მოდელს. პრესტიჟული ჯილდო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მიიღო, რომელიც „თიბისი ჰოლდინგსა“ და „კონტი ინტერნეშენალს“ აერთიანებს.
ჯილდო, რომელიც „CG/LA“-ის ინფრასტრუქტურის გლობალური მართვის მე-9 ფორუმზე, ვაშინგტონში (DC) გამოაცხადეს, იმ პროექტებსა და მმართველებს გადაეცემა, ვინც გლობალური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და საინვესტიციო შესაძლებლობების მოდელს წარმოადგენენ.
„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მოპოვება, ეს ხაზს უსვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საინვესტიციო შესაძლებლობებს და კავკასიაში და მის გარეთ ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების პოტენციალს“, - განაცხადა კურტ კონტიმ, „კონტი ინტერნეშენალის“პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, რომელიც „თიბისი ჰოლდინგთან“ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელმძღვანელობს, - „ჩვენ მოუთმენლად ველით სამუშაოების დაწყებას 2016 წლის ბოლოსთვის, როდესაც შევძლებთ წვლილი შევიტანოთ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენაში, რომელიც ოდესღაც ჩინეთსა და ევროპას აკავშირებდა“.
„სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტის“ ფინალისტებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებენ: თუ რამდენად დრამატულად შეუძლია პროექტს ეროვნული და რეგიონალური კონკურენციის გაზრდა და რამდენად ფართომასშტაბიანი და ხანგრძლივმოქმედია იგი. ლიდერობის ფორუმზე ათი სხვადასხვა სფოროდან წარმოდგენილ პროექტებს აფასებენ: ავტომაგისტრალები, ხიდები და გვირაბები, ურბანული მასობრივი გადაზიდვა, ენერგიის გამომუშავება, ენერგიის გადაცემა, პორტები და ლოჯისტიკა, აეროპორტები, წყალი და წყალმომარაგება, ნავთობი და გაზი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ახალი ქართული პროექტი ფრანგ, მექსიკელ და დიდ ბრიტანელ კონკურნტებს შორის გამოარჩიეს და კონფერენციაზე აღიარება მოიპოვა.
„ჯილდო ხაზს უსვამს წლის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინიციატივას, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონკრეტული რეგიონის განვითრაებისათვის“, - განაცხადა ნორმან ფ. ანდერსონმა, „CG/LA ინფრასტრუქტურის“ პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, - „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს გლობალური მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ხელს შეუწყობს რეგიონალურ განვითარებას, შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, სამუშაო ადგლებს და განავითარებს ვაჭრობას ხმელეთით შემოსაზღვრულ ქვეყნებში“.
2016 წლის 8 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გამარჯვებულ პროექტად დაასახელა. კომპანია პასუხისმგებელია განახორციელოს 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი - ააშენოს და განავითაროს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ანაკლია ჩინეთიდან ევროპამდე უმოკლეს მარშრუტს წარმოადგენს. წინასწარი პროგნოზით, პროექტის ფარგლებში, მშენებლობის ეტაპზე შეიქმნება 3,400 სამუშაო ადგილი, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, პორტის ფუნქციონირების დაწყებისთანავე დაახლოებით 6,400 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















