დაგვჭირდება განმარტებების მიღება, რატომ დაფინანსდა USAID მიერ ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 12:03 | 02.10.2023 ნანახია: 652დაგვჭირდება განმარტებების მიღება იმასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგთან და გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ, დაემალათ ვიზიტის რეალური მიზანი. თუმცა, კობახიძის განცხადებით, გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციური პროცესების შემზადება.
„მე ვუყურე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს. თქვენ გახსოვთ, რომ თავიდან ეს ადამიანები ცდილობდნენ, დაემალათ მათი ვიზიტის რეალური მიზანი. საბურობდნენ იმაზე, რომ თითქოს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრები, ტრენინგები, თუმცა, რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი იყო ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა, რაც, ბუნებრივია, არის შემაშფოთებელი. მით უფრო შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი ფინანსდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, რომელსაც ეწოდება USAID, რაც ნიშნავს, აბრევიატურის პირდაპირი თარგმანი არის ამერიკის დახმარება და მგონი, ეს არ არის ამერიკის დახმარება. ჩვენ დაგვჭირდება განმარტებების მიღება ამასთან დაკავშირებით, რატომ დაფინანსდა USAID მიერ ასეთი ტრენინგი, რომლის პირდაპირი მიზანი იყო საქართველოში რევოლუციის მომზადება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მანამდე იყო სხვა არაერთი აქტივობა, მაგალითად, აკერმანის ტრენინგები და ფრნაკლინის კლუბი.
„გახსოვთ, ჯერ იყო აკერმანის ტრენინგები, შემდეგ იყო ფრნაკლინის კლუბი, არაერთი აქტივობა, ექსტრემისტული ძალების სხვადასხვა სახის აქტივობები. ახლა ვხედავთ ასეთი ტიპის ტრენინგს, სადაც პირდაპირ საუბარია რევოლუციურ პროცესებზე. სწორად აღინიშნა, რომ ამ ტრეინინგების სათაური არის „არაძალადობრივი აქტივობა“, თუმცა სინამდვილეში ნახეთ, რომ აქ საუბარია პირდაპირ ძალადობრივ მეთოდებზე, რომლებიც რევოლუციის მოწყობის მიზნით უნდა იყოს გამოყენებული. ნუ სცენარი რა არის, არეულობა, რევოლუცია და საბოლოო მიზანი ყველამ ვიცით, რაც არის, მეორე ფრონტი, რასაც ვერ მიაღწიეს 2022 წლიდან, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს მიზანი ჯერ არ არის განელებული, აქტუალობა აქვს შენარჩუნებული. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ იგეგმება ასეთი პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, განსაკუთრებით სამწუხარო ის არის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას USAID-ის დაფინანსება. ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მხრიდან განმარტებების მოსმენა ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება, ითქვას, რომ ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სახელმწიფო, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას. ბუნებრივია, არავის ავარევინებთ ამ ქვეყანას. არ დავუშვებთ არც რევოლჯუციას და არც მეორე ფრონტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















