საქართველოს პრეიზდენტი ამერიკელ კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 18:13 | 30.09.2015 ნანახია: 1945
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალაქ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართა.
ქვეყნის პირველი პირი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ოჰაიოს კონგრესმენ მაიკლ ტერნერს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.
ყურადღება ნატო-ს უელსის სამიტსა და არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეც გამახვილდა, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო.
საუბარი ასევე შეეხო ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც და განსაკუთრებით აღინიშნა აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობა აღნიშნულ სამიტზე.
მხარეებმა ნატო-ს სამშვიდობო მისიებში, ტერორიზმის წინააღმდეგ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობაზე ისაუბრეს.
მხარეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.
ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა მაიკლ ტერნერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში აშშ-ს მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის და იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებას გულისხმობს.
დღეს ვაშინგტონში ასევე დაგეგმილია პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სენატორებთან.
პოლიტიკა
- იუსტიციის მინისტრის თანამდებობას პაატა სალია დაიკავებს
- რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას გრიგოლ ლილუაშვილი დაიკავებს
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს
- დღეს ისევ საფრთხეშია სისხლით მოპოვებული თავისუფლება, ისევ ქართველი ხალხის ერთსულოვნების დროა, ჩვენ ვართ ერი, დაბადებული გამარჯვებისთვის და გარდაუვლად ასე იქნება - მამუკა ხაზარაძე
საზოგადოება
- გზა ფერადი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ - „თეგეტა ჰოლდინგი“ „აუტიზმის ეროვნული ცენტრის“ მხარდამჭერია
- ექიმების საერთაშორისო დღეს „ვოლვო ქარ საქართველომ“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ტრადიციულად უმასპინძლა
- განათლება ძალადობის წინააღმდეგ - „მირაბალდები“ Tegeta.care-ზე
- ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებლი არის მხოლოდ რუსეთი - მაკა ჩიკვილაძე
სამართალი
- სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ბელარუსის მოქალაქე
- შსს-მ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა
- მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, განაჩენთა ერთობლიობით კი სასჯელის ვადად 12 წელი და 6 თვე განესაზღვრა
- ანატოლი გიგაური მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მსოფლიო
- რუსეთის ძალებმა ხარკოვზე მასირებული იერიში მიიტანეს, დაშავდა 8 ადამიანი
- სენატმა ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეთიუ უიტაკერის კანდიდატურა დაამტკიცა
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უახლოეს თვეებში უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა შეუძლებელი იქნება - Reuters
- ილონ მასკის კომპანია X, თურქი ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და სტუდენტების 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვაზე უარს ამბობს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „მოემზადე“ – „თეგეტა მოტორსის“ ახალი სეზონური კამპანია
- „თეგეტა მოტორსში“ ზეთის, აკუმულატორისა და საბურავის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ახალი ბრენდები, თანამედროვე შოურუმები და გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლები - როგორი იყო Tegeta Cars-ის 2024
- „თეგეტას“ თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა ასოციაცია ეწვია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს