სატვირთო ავტომობილის გამართულობა - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
საქართველო, თბილისი - 18:35 | 26.09.2023 ნანახია: 1878
მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მსგავსად, სატვირთო ავტომობილის მძღოლებსაც უწევთ, იმ სირთულეებს გაუმკლავდნენ, რომლებსაც სეზონურად ტემპერატურის ცვლილება თუ გზებზე გადატვირთულ მოძრაობა იწვევს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სატვირთო ავტომობილები უმეტესად შორ მანძილზე გადაადგილდებიან, უსაფრთხო მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი სრულად გამართული იყოს.
სპეციალისტების აზრით აუცილებელია, მგზავრობის დაწყებამდე შემოწმდეს რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეტალი:
შეამოწმეთ საბურავები
შეცვალეთ ძრავის ზეთი
ზეთი სატვირთო ავტომობილის იმ დეტალს მიეკუთვნება, რომელიც სამუშაო რეჟიმთან უშუალო კავშირშია. ძრავის ზეთის რეგულარული შეცვლა აუცილებელია ძრავის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად. მგზავრობის დაწყებამდე შეცვალეთ ძრავის ზეთი და ფილტრი მწარმოებლების მიერ რეკომენდებული პროდუქტით და გახადეთ თქვენი მგზავრობა მშვიდი და სასიამოვნო.
ავტომწარმოებლების რჩევით ძრავის ზეთი წელიწადში ერთხელ, ზოგ შემთხვევაში კი ორჯერაც უნდა შეიცვალოს, მანქანის გარბენის მიუხედავად. ეს იმას ნიშნავს, რომ ზეთის შეცვლა აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ სატვირთო ავტომობილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში სადგომზეა გაჩერებული და არ გადაადგილდება.
შეამოწმეთ ხუნდები და სამუხრუჭე სისტემა
სატვირთო ავტომობილის ყველა დეტალი დროთა განმავლობაში ცვდება. გამონაკლისი არც ხუნდებია. უფრო მეტიც, ისინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვეთადი დეტალებია. რესურს ამოწურული ხუნდებით ან გაუმართავი სამუხრუჭე სისტემით გადაადგილება ავტოსაგზაო შემთხვევის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
მგზავრობის დაწყებამდე სთხოვეთ გამოცდილ და პროფესიონალ მექანიკოსს, შეამოწმოს თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა და საჭიროების შემთხვევაში ჩაანაცვლეთ ახლით, რათა მშვიდად და უსაფრთხოდ გადაადგილდეთ.
შეამოწმეთ აკუმულატორის სიცოცხლისუნარიანობა
ზამთარში დაბალი ტემპერატურა აკუმულატორის რესურსზე მოქმედებს და შესაძლებელია დაბალი ტემპერატურის პირობებში დაზიანდეს. ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მაღალი ტემპერატურაც ისეთივე დამაზიანებელია აკუმულატორისათვის, როგორიც ზამთრის სიცივე. აკუმულატორის ნორმალური სამუშაო ტემპერატურა 25 °C-ია;
თუკი შორ მანძილზე გადაადგილების დაწყებამდე, სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად, აკუმულატორსაც შეამოწმებთ, საჭიროების შემთხვევაში კი ახლით ჩაანაცვლებთ, თავიდან აიცილებთ მოულოდნელ და არასასურველ იძულებით გაჩერებას.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში, სატვირთო ავტომობილების სერვისსა თუ პროდუქციაზე, სხვადასხვა შეთავაზებები მოქმედებს. კომპანია კორპორაციულ და საცალო მომხმარებელს სატვირთო ავტომობილების მომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. უახლეს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ფილიალებში ნებისმიერი სერვისის მიღებაა შესაძლებელი.
ამასთან ერთად, მეტი კომფორტისთვის შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ მობილური ჯგუფების სერვისით სარგებლობა. მათი დახმარებით სატვირთოებისა და მიკროავტობუსის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ, სერვისცენტრში მისვლის გარეშე, ადგილზე გამოძახებით მიიღონ კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურება.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
მსოფლიო
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
- საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ - რასა იუკნევიჩიენე
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















