გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას თავს დაესხნენ, განადგურდა მარცვლეულის საცავები

საქართველო, თბილისი - 10:03 | 25.09.2023
ნანახია: 1060

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტები ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას თავს დაესხნენ. დარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა სადგურისა და სასტუმროს შენობები, განადგურდა მარცვლეულის საცავი, დაზიანდა სასაწყობე ნაგებობები.

ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოდესის გარეუბანში დაზიანდა კერძო სახლიც. ღია ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა ბალახს. ხანძარი ლიკვიდრებულია.

აფეთქების ტალღებმა რამდენიმე სახლში ჩაამსხვრია ფანჯრები. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

25 სექტემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციით, რუსეთმა ოდესის წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელა „კალიბრის“ ტიპის რაკეტებითა და „შაჰედის“ დრონებით, ასევე გამოიყენა „ონიქსის“ ტიპის რაკეტები. გამოცხადდა მასშტაბური საჰაერო განგაში, რომელიც ამ დროისათვის უკვე გაუქმებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე