ლოთმა მედვედევმა გამოაშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში, „ოცნების“ პროპაგანდისტ მდინარაძეს ჰკითხეთ, რატომ არ არის საჭირო ევროპაში პრეზიდენტის წასვლა - პაატა მანჯგალაძე

საქართველო, თბილისი - 12:28 | 31.08.2023
ნანახია: 1003

ლოთმა მედვედევმა გამოაშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტ მდინარაძეს ჰკითხეთ, რატომ არ არის საჭირო სალომე ზურაბიშვილის ევროპაში წასვლა და რატომ ეთქვა უარი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტებზე მთავრობის მხრიდან უარის თქმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ყველაფერს ფარდა ახადა მედვედევის განცხადებამ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართულად ვერ საუბრობს და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ გამოდის. თურმე მედვედევი საქართველოზე წუხს. ეს მედვედევს რომ არ ეთქვა, გამოვიდოდა, ვითომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა სალომე ზურაბიშვილის არგაშვება. რუსეთი ასეთია, თან გითანხმდება და თან პირობებს გიყენებს, ლოთმა მედვედევმა გამოაშკარავა, სალომე ზურაბიშვილს რატომ არ უშვებენ ევროპაში. „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტ მდინარაძეს ჰკითხეთ, რატომ არ არის საჭირო სალომე ზურაბიშვილის ევროპაში წასვლა და რატომ ეთქვა უარი. რეკომენდაციები შესრულებულია და ზედმეტი თავის ტკივილი არ გვინდა, თუ მედვედევმა დაგვიბარა და ამის გამო არ უშვებენ? – ხელისუფლება რუსულ გზავნილებს ერთი-ერთში იმეორებს. ნახეთ, მთავრობის განცხადებას რამდენი ჰა ჰა აქვს. სამწუხაროდ, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე, ღალატია ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე