საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას - რიკარდ იოზვიაკი
საქართველო, თბილისი - 09:35 | 29.08.2023 ნანახია: 1125საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს მთავარმა რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა.
„არსებობს პირობები, რომელთა შესრულებაც რთულია და მათ შორის ერთ-ერთი პოლარიზაციაა. ისინი შეისწავლიან დეტალურად ყველაფერს. ჩემი აზრით, საქართველოს, სავარაუდოდ, მისცემენ [კანდიდატის სტატუსს,] მაგრამ დაამატებენ უფრო მეტ პირობას და პოტენციურად ერთ-ერთი შეიძლება იყოს საგარეო პოლიტიკასთან კავშირი. მაგალითად: ევროკავშირის სანქციებთან მიერთების დაწყება. ახლა არ მგონია, ყველა საქართველოზე ფიქრობდეს. ახლა უკრაინაა მთავარი. შემდეგი მოლდოვაა და მესამე მოდის საქართველო. როდესაც ველაპარაკები ჩემს წყაროებს, ისინი ამბობენ, რომ ქართველებს დიდად არ უნდათ ეს. იღებენ მინიშნებებს უკრაინისა და მოლდოვისგან, მაგრამ საქართველოსგან მიღებული განწყობა ორაზროვანია. ასე რომ ერთგულებაა ის, რის ნაკლებობასაც განიცდიან“, - განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა.
დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თქვა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლამდე ახალი წევრების მისაღებად.
პოლიტიკა
- „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
- პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის არჩევის თარიღი გახდება ცნობილი
- პუტინის რუსეთი თუ უკრაინაში გაიმარჯვებს, იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს, ამ აგრესიული პოლიტიკის შედეგები უკვე ვნახეთ საქართველოსა და მოლდოვაში - ბორელი
- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო
მსოფლიო
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
- ტრამპი უფრო ძლიერია, მას შეუძლია აიძულოს პუტინი დათანმხდეს მშვიდობას - ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს