„მაზდა ცენტრი თეგეტაში“ Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს
საქართველო, თბილისი - 17:23 | 24.08.2023 ნანახია: 3059
„მაზდა ცენტრი თეგეტაში” ყველაზე გაყიდვად მოდელებზე, Mazda CX5-სა და Mazda 6-ზე, ფასდაკლების აქცია დაიწყო. ცენტრში ორივე ავტომობილი სხვადასხვა კომპლექტაციითაა წარმოდგენილი და კომპანიის შეთავაზება თითოეულ მათგანზე ვრცელდება.
Mazda CX5 SUV კატეგორიას განეკუთვნება და იაპონური ბრენდის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია. ავტომობილი გამორჩეულია დიზაინით, ტექნიკური და ფუნქციური მახასიათებლებით. ეს ავტომობილი იდეალური გადაწყვეტაა როგორც ქალაქის პირობებში, ისე შორ გზაზე სამოგზაუროდ.
მაზდას ცენტრში მისი სამი სხვადასხვა ვერსიის შეძენაა შესაძლებელი. გამომდინარე იქიდან, რომ სამივე კომპლექტაცია ერთი და იგივე მოდელია, მანქანებს, რა თქმა უნდა, ბევრი საერთო აქვთ, თუმცა მცირე განსხვავებები მაინც შეინიშნება.
CX5 წარმოდგენილია 2.0 და 2.5 მოცულობის ძრავებით, ყველა მათგანს 6-სიჩქარიანი, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფი აქვს, სიმძლავრე კი - ოდნავ განსხვავებული.
2WD Core, AWD Core და AWD High კომპლექტაციები მართვის სხვადასხვა სტილსა და მძღოლის პრიორიტეტებს ითვალისწინებს.
ხაზგასასმელია ამ მოდელების ტექნიკური უპირატესობებიც. უახლეს CX 5-ებში მომხმარებელი ისეთ ფუნქციებს შეხვდება, როგორებიცაა: უკონტაქტო დაქოქვის სისტემა, წვიმის სენსორი, ხმის 7 გამაძლიერებელი, საჭის გათბობა და მრავალი სხვა.
აღსანიშნავია, რომ მაღალი კომპლექტაციის მოდელში ჩამონტაჟებულია BOSE-ის საუნდსისტემა.
CX 5 მოდელების საწყისი ფასი 74,465 ლარიდან 97,785 ლარამდე მერყეობდა, კომპლექტაციების მიხედვით. ახლა კი აქციის გათვალისწინებით საფასური 70,225 ლარიდან 81,885 ლარის ფარგლებშია.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ ბრენდ დირექტორი: „მაზდა ის ბრენდია, რომელიც არცერთ მომხმარებელს დატოვებს გულგრილს. გვიხარია, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, გამორჩეული მოდელები ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული პირობებით შევთავაზოთ. ეს შეთავაზება წინ გადადგმული ნაბიჯია იმ ავტომოყვარულებთან დასაახლოებლად, რომლებსაც სურვილი აქვთ, მაზდას შესაძლებლობები გამოცადონ და ახალი შთაბეჭდილებები მიიღონ“.

„მაზდა ცენტრი თეგეტას“ აქცია ვრცელდება Mazda 6-ის სხვადასხვა კომპლექტაციის მოდელებზეც. თუკი მოდელების საწყისი ფასები 76,585 ლარიდან იწყებოდა, ახლა მისი შეძენა 55,385 ლარად არის შესაძლებელი.
ტექნიკური მახასიათებლების სია საკმაოდ ვრცელია. კომპლექტაციები მოიცავს უკონტაქტო დაქოქვის სისტემას, კრუიზკონტროლს, წვიმის სენსორებს, აუდიომოწყობილობებსა და სხვა. MAZDA 6 SKYACTIV HIGH გამოირჩევა 360°-იანი კამერით, ტყავით გაწყობილი მულტიფუნქციური საჭით, შიდა სარკით, რომელსაც ავტომატური დამუქების ფუნქცია აქვს, და მძღოლის სავარძლის 10 მიმართულებით რეგულირებით. ამასთანავე, ეს კომპლექტაცია ხასიათდება HEAD UP DISPLAY და ხაზის გადაკვეთის სისტემებით.
„მაზდა ცენტრი თეგეტაში“ აქცია უკვე დაწყებულია და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება. მსურველებს მოდელების ნახვა და შეძენა მაზდას შოურუმში, ბელიაშვილის 142 ნომერში შეუძლიათ.
--
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომელიც ქვეყანაში უნდა დადგეს, მაგრამ დიალოგს ანგრევენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ - ტატა ხვედელიანი
- კონტინენტზე დემოკრატიის უსაფრთხოების ბადე უნდა გავშალოთ, გაფართოება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ გაფართოება, ყველა ხედავს, რა ხდება საქართველოში, როცა რუსეთი იმარჯვებს - მარტა კოსი
- სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი იმყოფებიან
- „ოცნებამ“ ბრძოლა ვერ გააჩერა, დღეს ის უფრო სუსტია, ალიანსის შექმნა ბრძოლის ახალი ეტაპია და გამარჯვება რეალისტურად გამოიყურება - ელენე ხოშტარია
სამართალი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
- თბილისში, პირმა საცხოვრებელ სახლში უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა, რა დროსაც დედამისი დაიჭრა - ბრალდებული დაკავებულია
მსოფლიო
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
- საქართველო და ქართველებო, თქვენ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის, დაკარგულები არ ხართ - რასა იუკნევიჩიენე
- ორბანის საარჩევნო კამპანია უკრაინელების, პირადად ჩემი, ევროკავშირისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ სიძულვილზეა აგებული - ვოლოდიმირ ზელენსკი
- დუბაის აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა - BBC
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა
- „თეგეტა მოტორსში“ Michelin-ის საბურავების შეძენისას მომხმარებლები საბურავების სასტუმროს უფასო მომსახურებით ისარგებლებენ
- „მაზდა ცენტრი თეგეტამ“ საუკეთესო დისტრიბუტორის ჯილდო მეოთხედ მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















