ახალი პრემიუმ ბარათი ბიზნესისთვის - Visa Signature Business საქართველოს ბანკისგან
საქართველო, თბილისი - 13:53 | 24.08.2023 ნანახია: 2690
საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მათ განვითარებაზე მუშაობას. ამჯერად, Visa-სთან პარტნიორობით, ბანკმა ბიზნეს პროცესების ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ახალი პრემიუმ ბარათი - Visa Signature Business გამოუშვა.
Visa Signature Business-ი მაღალი კლასის ბარათია, რომელიც ბიზნეს კლიენტებს, მსოფლიოს გარშემო, განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს. ბარათის მფლობელები ისარგებლებენ ექსკლუზიური პირობებით და შეთავაზებებით.
მათ შორის:
- კონსიერჟის გუნდის მომსახურება 24/7-ზე;
- ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- საერთაშორისო აეროპორტებში 1 200-ზე მეტ Lounge Key-ზე წვდომა;
- ჩასხდომის პრიორიტეტული უპირატესობა;
- 500 000$-იანი სამოგზაურო დაზღვევა განსაკუთრებული პირობებით;
- წამყვანი სასტუმროების სპეციალური შეთავაზებები;
- პირადი ავტომანქანის დაქირავება;
- სამედიცინო და იურიდიული მხარდაჭერა;
- ბარათების კორპორაციული დაზღვევა;
- ანგარიში მულტისავალუტო ფუნქციით და 4 ვალუტაში გამოყენების შესაძლებლობით (ლარი, ევრო, დოლარი, ფუნტი).
„ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას. იმისთვის, რომ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს გავუმარტივოთ ბიზნეს პროცესები და მეტად კომფორტული გავხადოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა, ამჯერად ახალი პრემიუმ ბარათი - Visa Signature Business წარვადგინეთ. მისი მეშვეობით, ბიზნეს კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით და ექსკლუზიური პირობებით. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ახალი პროდუქტების შექმნაზე მუშაობას, რომელიც საბანკო სერვისებით სარგებლობის პროცესს მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.
„მიხარია, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, კორპორაციულ კლიენტებს შევთავაზებთ ისეთი მაღალი კლასის პრემიუმ ბარათს, როგორიც Visa Signature Business-ია. ბარათი, თავისი ექსკლუზიური უპირატესობებით, ფინანსების ოპერატიულად მართვისა და ეფექტური ანგარიშსწორების უალტერნატივო გამოცდილებას ქმნის. Visa, როგორც გლობალური მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია, განაგრძობს საქართველოში ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას და ადგილობრივი ბიზნესებისთვის გამორჩეული და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას,“- განაცხადა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















