აფხაზეთში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთთან შეერთებას ითხოვს - სერგეი შამბა დმიტრი მედვედევს

საქართველო, თბილისი - 13:49 | 24.08.2023
ნანახია: 1227

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ უპასუხა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სიტყვებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით.

"ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთის ხალხმა არაერთხელ გამოთქვა სურვილი რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე. ეს ლოგიკური მისწრაფებაა, გაერთიანდნენ ჩრდილოეთ ოსეთთან და ვიმედოვნებთ, ადრე თუ გვიან ეს მოხდება. რაც შეეხება აფხაზეთს, ჩვენთან არ არსებობს ასეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ითხოვს". – თქვა შამბამ.

დმიტრი მედვედევმა განაცხადა: „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იქნება“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე