გოგი თოფაძე ,,რესპუბლიკელებზე“ - თუ ზღვარს გადავლენ, ბევრ რამეს გავახმოვანებთ

საქართველო, თბილისი - 12:17 | 11.03.2016
ნანახია: 2352

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე მოითხოვს, რომ ,,რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა დაიცვან პრემიერთან შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება, დაპირისპირების შეწყვეტის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თოფაძის თქმით, ბევრ მასალას გამოაქვეყნებს, რომელიც ,,რესპუბლიკელებს“ არ მოეწობებათ.

,,ჩვენ როგორც პრემიერთან შევთანხმდით, შევწყვიტეთ კამათი, მაგრამ უკვე რამდენიმე მაგალითია როცა ისინი აგრძელებენ გამომწვევი განცხადებების კეთებას. მათ შორის ქალბატონი მინისტრიც. ცოტას ალბათ კიდევ მოვითმენთ - ჩვენ არ ვაკეთებთ რეაგირებას პატარ-პატარა კბენებზე, მაგრამ თუ ზღვარს გადავლენ, იმდენ რამეს გავახმოვანებთ და იმდენი მასალა შეიძლება დავდოთ პრესაში და ტელევიზიაში რომ ალბათ არ დარჩებიან კმაყოფილები”, - განაცხადა მრეწველების ლიდერმა გუშინ „არგუმენტების დროში“ გააკეთა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე