მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას - თინა ბოკუჩავა

საქართველო, თბილისი - 18:36 | 28.07.2023
ნანახია: 1282

მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, გუშინ ვნახდთ, რომ პატრიოტები იცავდნენ საქართველოს ღირსებას.

„მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, რომელზეც უარი თქვა და გაყიდა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იქნება და ყველა საკვანძო მომენტში საქართველოს მოქალაქეები აჩვენებენ ივანიშვილის რეჟიმს, რომ მისი საქართველოს რუსიფიკაციის მცდელობა ყოველთვის წარუმატებელი იქნება.“ - ასე გამოეხმაურა თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გუშინდელ აქციაზე.

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბათუმში რუსული საკრუიზო გემის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართული აქცია ქაჯობა იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე