ათენში ძლიერ ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან

საქართველო, თბილისი - 12:19 | 19.07.2023
ნანახია: 1702

ათენის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ძლიერი ხანძარია. სტიქიამ სახლები, მანქანები და ინფრასტრუქტურა გაანადგურა. სამაშველო ჯგუფები ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა ცდილობენ, თუმცა ქარის შედეგად ახალი კერები იქმნება.

ბოლო მონაცემებით, ჰაერის მაღალი ტემპერტურის შედეგად გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 8 კილომეტრზე გავრცელდა. ევაკუირებულია ხანძრის მახლობლად მცხოვრები 300-მდე ადამიანი.

იტალიამ და საფრანგეთმა ათენში 4 სახანძრო თვითმფრინავი უკვე გაგზავნეს. ათენში უკვე იმყოფება 30 რუმინელ მეხანძრე.

შექმნილი რთული ვიტარების გამო საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჩერა და ათენში დაბრუნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე