გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

საქართველო, თბილისი - 10:47 | 11.03.2016
ნანახია: 1465

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა:

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საშუალება ჩვენს უმნიშვნელოვანეს პარტნიორთან აზერბაიჯანთან, ჩვენ მეგობარ ილხამ ალიევთან გვესაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობაზე,რაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ხორციელდება.

ჩვენ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა უსაფრთხოების კონტექსტში იმ პროექტებზე, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ახორციელებს.

ასევე, მოგვეცა შესაძლებლობა   გაგვეკეთებინა აქცენტი კავკასიის სტაბილურობაზე, სწორედ იმ დაძაბულობის ზრდის ფონზე, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში  ჩვენს რეგიონში შეიმჩნევა", -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე