ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დატოვების შესახებ - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 11:38 | 18.07.2023
ნანახია: 1534

ნატო-ს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის გადაწყვეტილება შავი ზღვის მარცლეულის ინიციატივის დატოვების შესახებ.

„ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეუელის ინიციატივის დატოვების შესახებ, ჩვენი მოკავშირე თურქეთისა და გაეროს ძალისხმევის მიუხედავად. რუსეთის უსამართლო ომი უკრაინის წინააღმდეგ ზიანს აყენებს მილიონობით დაუცველ ადმიანს მთელ მსოფლიოში“, - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ში.

როგორც ცნობილია, რუსეთმა „მარცველულის შეთანხმება" შეაჩერა. კრემლის პრესსპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით,  არ შესრულებულა შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე