ღამით, ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ოდესისა და მიკოლაივის ოლქებზე, განადგურებულია მტრის 25 "Shahed"-ი

საქართველო, თბილისი - 11:37 | 18.07.2023
ნანახია: 1558

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე იერიში მიიტანეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 6 „კალიბრის“ ტიპის რაკეტა, 21 "Shahed"-ის ტიპის დრონი ოდესის ოლქში და 4 მიკოლაივში, ერთი ადამიანი დაშავდა.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ ინფორმაციით, ყველა რკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა.

განადგურებული რაკეტების ნამსხვრევებმა და აფეთქების ტალღამ დააზიანა საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები და რამდენიმე კერძო ნაგებობა.

საცხოვრებელ სახლში დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე