ევგენი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ შეწყვეტილა და საქმის გამოძიებას „ეფ-ეს-ბეს" საგამოძიებო სამმართველო აგრძელებს - რუსული მედია

საქართველო, თბილისი - 13:46 | 26.06.2023
ნანახია: 2161

რუსული მედიის ცნობით, დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის დევნა არ შეწყეტილა და საქმის გამოძიებას „ეფ-ეს-ბეს" საგამოძიებო სამმართველო აგრძელებს.

როგორც ცნობილია პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 23 ივნისს, ამბოხის დაწყების შემდეგ აღიძრა, თუმცა განცხადება მისი შეწყვეტის შესახებ პრიგიჟინისა  ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ გავრცელდა. მოლაპარაკების შემდეგ ევგენი პრიგოჟინმა ამბოხი შეწყვიტა, მისმა მებრძოლებმა დონის როსტოვის სამხედრო შტაბი დატოვეს და საველე ბანაკებს დაუბრუნდნენ. თავად პრიგოჟინი კი შეთანხმების თანახმად, ბელარუსში წავიდა.

თუმცა რუსული მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ევგენი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყვეტილა და ამბოხის გამოძიება გრძელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე