რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კრივი რიჰის წინააღმდეგ, დაიღუპა სამი და დაშავდა 25 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 13.06.2023
ნანახია: 1568

13 ივნისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ კრივი რიჰის წინააღმდეგ, დაიღუპა სამი და დაშავდა 25 ადამიანი.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი ლისაკის ინფორმაციით, მტრის ჭურვი მოხვდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს. დაზიანდა სამოქალაქო ობიექტები. მისივე თქმით, 5-სართულიანი სახლის ნგრევის შედეგად, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. დაშავებულთა შორის 19 მოქალაქე კლინიკებში გადაიყვანეს.

ლისაკის ინფორმაციით, სამი ადამიანი დაშავდა კერძო საწარმოში, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, დანგრეული საწყობის ნანგრევებში ადამიანები არიან დარჩენილი. დაზიანებულია ავტომობილები.

გარდა ამისა, 4 დაშავებულია კიდევ სხვა ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი შენობას და ავტომობილს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

 დაზიანებულია სამურნეო ნაგებობებიც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო კრივი რიჰიდან.

„თანაგრძნობას ვუცხადებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა! არასდროს ვაპატიებთ ტერორისტებს, ყოველი რაკეტისთვის პასუხს აგებენ“, - დაწერა ზელენსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე