კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ხერსონის ოლქში დაღუპულია ოთხი ადამიანი, 13 კი უკვალოდ არის დაკარგული - იგორ კლიმენკო

საქართველო, თბილისი - 15:40 | 09.06.2023
ნანახია: 1546

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს განცხადებით, ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შემდეგ, წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 მოქალაქე უგზო-უკვლოდ არის დაკარგული, ერთი ადამიანი კი მიკოლაივშია დაღუპული.

„ევაკუირებულია 2 412 ადამიანი {ხერსონის ოლქში}. დაიღუპა 4 მოქალაქე. ევაკუაციის დროს დაბომბვის შედეგად დაშავდა - 11. უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეულია 13 ადამიანი.

მიკოლაივის ოლქში დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია - 825. დაღუპულია ერთი ადამიანი“, - განაცხადა კლიმენკომ.

მისი თქმით, ხერსონის ოლქში დაიტბორა 48 დასახლება, მათ შორის 34 (3 625 სახლი) უკრაინის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, - 14 - დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

6 ივნისს, გამთენიისას, „სამხრეთის“ ოპერატიულმა სარდლობამ და ხერსონის ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადეს, რომ რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ჰესი მთლიანად განადგურებულია და აღდგენას აღარ ექვემდებარება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე