ფრონტის უმეტეს მონაკვეთზე ინიციატივას უკრაინელები ფლობენ - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 08.06.2023
ნანახია: 1391

ბრიტანეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ფრონტის უმეტეს მონაკვეთზე ინიციატივას უკრაინელები ფლობენ.

დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბრძოლები ფრონტის უმეტეს უბანში ურთულეს ოპერატიულ ვითარებაში მიმდინარეობს.

რუსეთის ჯარი, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ იღებეს ბრძანებას რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს შეტევას. კრძოდ, ჩეჩნური ქვედანაყოფები უშედეგოდ ცდილობენ დონეცკის ახლოს დასახლება მარინკის დაკავებას, სადაც 2015 წლის შემდეგ ფრონტის ხაზი მცირედით შეიცვალა.

ანგარიშში ასევე საუბარია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის ძალებმა დაანგრიეს. 

 „2023 წლის 7 ივნისამდე დნიპროს ქვედა დინებაში კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ წყლის დონე იზრდებოდა, მაგრამ სავარაუდოდ, 2023 წლის 8 ივნისის განმავლობაში კლებას დაიწყებს. დაბომბვებმა გაართულეს მოსახლეობის ევაკუაცია დატბორილი ტერიტორიებიდან“, - ნათქვამია ანგარიშში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე