აშშ-ში ჯერ არ შეუძლიათ დარწმუნებით თქმა, რამ გამოიწვია კახოვკის კაშხლის ნგრევა

საქართველო, თბილისი - 09:57 | 07.06.2023
ნანახია: 1018

აშშ-ში ჯერ არ შეუძლიათ დარწმუნებით თქმა, რამ გამოიწვია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება უკრიანის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით არკვევს, რამ გამოიწვია კაშხლის ნგრევა.

შეკითხვას, იქონიებს თუ არა კაშხლის ნგრევა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, კირბიმ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა წინასწარ დანაღმული კაშხალი განზრახ ააფეთქეს. რუსეთი კი, რომელიც ობიექტს აკონტროლებს, ამტკიცებს, რომ კაშხალი უკრაინელების დივერსიის შედეგად დაინგრა.

ამერიკულმა ტელერახმა NBC-მ სამ ანონიმ იფიციალურ პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ ემხრობა მოსაზრებას, რომ კაშხალი რუსულმა მხარემ ააფეთქა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე