დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება - ანკარის მერი

საქართველო, თბილისი - 10:24 | 15.05.2023
ნანახია: 712

თურქეთის დედაქალაქის მერის, მანსურ იავასის განცხადებით, დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება.

„სულ ცოტა დრო რჩება საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და როდესაც შედეგები ცნობილი გახდება, ვნახავთ, რომ ჩვენი ლიდერი, ქემალ ქილიჩდაროღლუ ამ ტურს ამთავრებს ისე, როგორც ლიდერი“,- აღნიშნა იავასმა.

ამ დროისათვის დათვლილია ხმების 99 პროცენტი. ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რომელსაც 49,36% აქვს. ერდოღანი მარცხდება სამ უდიდეს ქალაქში – ანკარაში, იზმირსა და სტამბოლში.

მეორე ადგილზეა ექვსი ოპოზიციური პარტიის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ – 45%-ით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე