ჩვენ წინ ვართ - ქემალ ქილიჩდაროღლუ

საქართველო, თბილისი - 23:00 | 14.05.2023
ნანახია: 487

ჩვენ წინ ვართ, – ამის შესახებ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ „ტვიტერზე“ წერს.

მანამდე, სტამბოლის მერმა, ექრემ იმამოღლუმ განაცხადა, რომ სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ არის სანდო და რეალურად, ქემალ ქილიჩდაროღლუ თურქეთის ყველა რეგიონში ლიდერობს.

ბოლო ცნობების თანახმად, უბნების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, ლიდერობს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მეორე ადგილზეა ქემალ ქილიჩდაროღლუ.

ერდოღანს ხმათა  52.03 პროცენტი აქვს, ქილიჩდაროღლუს კი 42.11%.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე