თურქეთში, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 19:40 | 14.05.2023
ნანახია: 479

თურქეთში, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაიხურა და ხმმების დათვლა დაიწყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ასევე – სინან ოგანი. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის კენჭს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება.

ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქემალ ქილიჩდაროღლუ ლიდერობს. ერდოღანმა უკვე განაცხადა, რომ დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებას მშვიდობიანად გადაააბარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე