ბახმუტში ერთ დღეში ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 17:46 | 14.05.2023
ნანახია: 439

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბახმუტში 13 მაისის ღამეს ორი რუსი პოლკოვნიკი დაიღუპა.

უწყების ცნობით, „შეტევის მოგერიების“ დროს დაიღუპნენ მეოთხე მოტომსროლელთა ბრიგადის პოლკოვნიკი ვიაჩესლავ მაკაროვი და არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე ევგენი ბროვკო.

რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ მაკაროვი პირადად ხელმძღვანელობდა ბრძოლებს, „შეტევის მოგერიების“ დროს კი მძიმედ დაიჭრა და ევაკუაციის დროს დაიღუპა. ბროვკო ხელმძღვანელობდა ოკუპანტების მოქმედებებს სხვა მონაკვეთზე და მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე