საკადრო ცვლილებები რეგიონებში - ორმა გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:34 | 10.03.2016
ნანახია: 1805

რეგიონებში საკადრო ცვლილებებია - ორმა გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 
„საკადრო ცვლილებება ამ ეტაპზე, საქართველოს ორ რეგიონში ხორციელდება. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მთავრობას მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მიმართეს. შესაბამისად, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ორივე განცხადება დაკმაყოფილდა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრი გაწეული სამსახურისთვის ნუგზარ ყიფიანს და ზურაბ რუსიშვილს მადლობას უხდის.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გოჩა ზეიკიძე დაიკავებს, ხოლო - შიდა ქართლში გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე