ბერლინის ერთ-ერთ სკოლაში კაცმა დაწყებითი კლასის ორი მოსწავლე დაჭრა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 04.05.2023
ნანახია: 457

ბერლინის ერთ-ერთ სკოლაში 39 წლის კაცმა დაწყებითი კლასის ორი მოსწავლე დაჭრა. იუწყება Spiegel.

პოლიციამ თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველთა განცხადებით, 7 და 8 წლის გოგონებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული. ორივე საავადმყოფოშ გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარის მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

დანაშაული ევანგელისტურ დაწყებით სკოლაში მოხდა.

გავრცელებული ცნობებით, თავდასხმას რამდენიმე ბავშვი შეესწრო.

ბერლინის მერი კაი ვეგნერი აცხადებს, რომ მომხდარის გამო შოკირებულია. „ჩემი ფიქრები ამ მძიმე საათებში ორ დაჭრილ გოგონასთან არის, რომლებსაც ვუსურვებ სწრაფ გამოჯანრთელებას“, -დაწერა მან ტვიტერში. ვეგნერმა თანადგომა გამოუცხადა მშობლებს, მასწავლებელებს და გოგონების მეგობრებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე