ბოლო ხუთ თვეში ბახმუტში 20 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა - ჯონ კირბი

საქართველო, თბილისი - 10:21 | 02.05.2023
ნანახია: 513

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ბოლო ხუთ თვეში რუსეთმა ბახმუტში 20 ათასი ადამიანი დაკარგა, მათგან ნახევარი „ვაგნერის“  მებრძოლია.

კირბის განცხადებით, ბახმუტში რუსეთის საერთო ზიანი ხსნებულ პერიოდში 100 ათასს სამხედროს შეადგენს, მათ შორის 20 ათასი დაღუპულია.

მისივე თქმით, ბახმუტში რუსეთის შეტევა შეჩერდა და ჩაიშალა.

უკრაინული მხარის დანაკარების შესახებ კირბის არ უსაუბრია. „ისინი მსხვერპლები არიან, რუსეთი -აგრესორია“, - ციტირებს კირბის AFP. მისი თქმით, თეთრი სახლი არ გაავრცელებს ინფორმაციას, რომელიც გაართულებს უკრაინისა და მისი არმიის მდგომარეობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე