ბელგოროდში აფეთქების მიზეზი რუსული სუ-34-ის ბომბი გახდა, რომელიც თვითმფრინავს ჩამოუვარდა

საქართველო, თბილისი - 10:51 | 21.04.2023
ნანახია: 406

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქების  მიზეზი რუსული გამანადგურებლის სუ-34-ის ბომბი გახდა, რომელიც თვითმფრინავს ჩამოუვარდა.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

ქალაქის ცენტრში აფეთქება გასულ ღამეს მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიჭრა 2 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20-მეტრიანი ორმო გაჩნდა.

გამოცემა Baza-ს ცნობით, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს ჭურვის ნამსხვრევები. სახლიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბელგოროდის თავზე, საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავიდან სუ-34 „მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არასაშტატო ჩამოსვლა“. უწყების თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე