„Heritage Foundation”-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებზე ისაუბრა
საქართველო, თბილისი - 11:50 | 10.03.2016 ნანახია: 1571საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელსაც „Heritage Foundation”-ის ხელმძღვანელი პირები და ამავე ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პერიოდული გამოცემის „Economic Freedom Index”-ის მთავარი ექსპერტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, იმ გადაწყვეტილებებზე, რომ ბიზნესი საქართველოში კიდევ უფრო თავისუფალი იყოს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს ბიზნესს განვითარებისთვის.
„შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, მონაწილეების მხრიდან ძალიან საინტერესო კითხვები იყო დასმული. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი პოზიციები ეკონომიკის თავისუფლების მიმართულებით გაცილებით უკეთესი იქნება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ–ის დახმარების მნიშვნელობას რეფორმების წარმატებით განხორციელების საქმეში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე, აქცენტი გააკეთა ევროკავშირთან დაახლოების პროცესზე და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელსაც საქართველო ამ მიმართულებით იღებს.
ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ფონდის ხელმძღვანელობამ ხაზი გაუსვა იმ წარმატებას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ მიაღწია ბოლო წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით. ამავდროულად, მათ დაადასტურეს მხარდაჭერა ყველა იმ ინიციატივის მიმართ, რომელთა მიზანსაც ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განვითარება წარმოადგენს.
,,ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე იმ შესანიშნავ პროგრესზე ვისაუბრეთ, რომელსაც საქართველომ ეკონომიკური და სოციალური კუთხით მიაღწია. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კუთხით საქართველოს ძალიან კარგი კურსი აქვს აღებული. თქვენ ხართ მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის კუთხით 23-ე ადგილზე. ბოლო ათწლეულების მანძილზე საქართველომ საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიციები ანგარიშებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის რაც დღეს აქ მოვისმინეთ. გაცილებით დიდია პროგრესი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების კუთხით‘’- განაცხადა ვაჭრობისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორმა, ელჩმა ტერი მილერმა.
,,მინისტრთან შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ორივე ქვეყანამ - შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ერთმანეთისთვის ორმხრივად სასარგებლოდ გააკეთოს. ხაზი მინდა გავუსვა ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსს, სადაც საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ველოდებით, რომ საქართველო ამ კუთხით კიდევ უფრო გაიუმჯობესებს პოზიციებს. ჩვენ ღრმად გვწამს ღია საზღვრების მნიშვნელობის. საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა სავაჭრო ბარიერების შემცირების კუთხით, რათა უფრო გახსნილი ყოფილიყო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის. ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც ჩემი აზრით, საქართველოსგან სხვა ქვეყნებმა უნდა ისწავლონ. ვიცე-პრემიერმა ახსენა რამდენიმე ეკონომიკური ინიციატივა. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ასოცირების შეთანხმებამ ვაჭრობის კუთხით, რომელიც საქართველოს ევროპასთან გააჩნია. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთთან, რომელსაც საქართველო ამჟამად აწარმოებს“ - განაცხადა ვაჭრობისა და ეკონომიკის ცენტრის ანალიტიკოსმა ენტონი კიმმა.
Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2016-ის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის 23-ე პოზიციაზეა კვლავ „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. 2015 წელს, საქართველო 22-ე ადგილს იკავებდა 73 ქულით.
2016 წლის შეფასებით, საქართველო, ევროპის რეგიონში 43 ქვეყანას შორის მე-12 ადგილს იკავებს.
საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს, როგორიცაა: ფინეთი, შვედეთი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი, ლატვია, პოლონეთი, ესპანეთი, ბელგია, მაკედონია, სომხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, თურქეთი, იტალია, აზერბაიჯანი, რუსეთი და სხვა.
2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 2 კომპონენტში წამყვანი პოზიციები უკავია, კერძოდ: ვაჭრობის თავისუფლების კომპონენტში, 178 ქვეყანას შორის პირველ ათეულშია და მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო ბიზნესის თავისუფლების კომპონენტში მე-14 ადგილი უკავია.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















