რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის აეროპორტს ბომბით აღჭურვილი დრონი თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 11.04.2023
ნანახია: 478

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან 35 კმ-ში მდებარე ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს ბომბით აღჭურვილი დრონი თავს დაესხა.

იუწყებიან, რომ შეტევა 11 აპრილს დილით მოხდა. გამოცემა „ბაზის“ ცნობით, თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობით ბელგოროდის აეროპორტის ღობესთან ჩავარდა, აფეთქების შედეგად დაზიანდა ღობე და აეროპორტის სიგნალიზაციის სადენები. დაშავებლებისა და მსხვერპლის შესახებ ინფომაცია არ ვრცელდება.

ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე