5 ადამიანი დაიღუპა კენტუკის შტატში, ბანკში მომხდარი სროლის შედეგად

საქართველო, თბილისი - 10:41 | 11.04.2023
ნანახია: 453

სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა ამერიკაში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში მომხდარი სროლის შედეგად. შემთხვევა ქალაქ ლუისვილის ცენტრში, „ძველ ეროვნულ ბანკში“ მოხდა.

ცნობილია, რომ თავდამსხმელი გარდაცვლილია, მისი სიკვდილის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

დაჭრილია კიდევ 6 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ადგილზე მისული სამართალდამცავები სროლის აქტიურ ფაზას შეესწრნენ.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებიც, რომლებიც ადგილობრივ პოლიციას ეხმარებიან.

ინციდენტი ბეისბოლის სტადიონის მახლობლად მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე