ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 23.03.2023
ნანახია: 408

უკრაინის ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის ოლქში  ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ყველაფრის აღდგენას დაპირდა, რაც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს.

პრეზდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი იმყოფებოდა დასახლება პოსად-პოკროვსკოეში, სადაც რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად დაზიანებულია უამრავი საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურის ობიექტები.

„ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს ავაშენებთ, ისევე, როგორც ოკუპანტების მიერ დაზიანებულ ქალაქებსა და სოფლებში“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ძირითად სამუშაობს ზამთრის დადგომამდე შეასრულებენ. მისი თქმით, პრიორიტეტულია მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. სასმელ წყალს კი გრაფიკით მიაწვდიან.

ასევე ზელენსკიმ სახელმეიფო ჯილდოები გადასცა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც ხერსონის ოლაის დაცვაში მონაწილეობდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე