ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 17:38 | 22.03.2023
ნანახია: 570

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა.

ინფორმაციას პეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

„დონეცკის ოლქი. უკრაინელი სამხედროების მოწინავე პოზიციები ბახმუტის მიმართუელებაზე.

მაქვს პატივი ვიყო აქ და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები. ჩამოვართვა ხელი და მადლობა გადავუხადო ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვისთვის“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.

პრეზიდენტმა სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, უკვე რაც ცდილობენ. ქალაქისთვის უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე