ქართულ ღვინოს იაპონიაში ეცნობიან
საქართველო, თბილისი - 09:58 | 10.03.2016 ნანახია: 1595
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში კვების პროდუქტებისა და სასმელების 41-ე საერთაშორისო გამოფენა ,,FOODEX JAPAN 2016” მიმდინარეობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, წარმოდგენილია ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია: „კახური“, „შუმი“, „კახური ღვინის მარანი“, „ქიმერიონი“, „თელავის ღვინის მარანი“, „მეღვინეობა ხარება“,“ვაზიანი კომპანი“ და „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.
გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ.
„ქართული ღვინის ექსპორტს იაპონიაში დიდი პოტენციალი აქვს. ისევე როგორც მთლიანად აღმოსავლეთ-აზიის რეგიონი, იაპონია ქართული ღვინის მზარდ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. იაპონიაში FOODEX JAPAN სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, მათ შორის, ღვინის სეგმენტში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნება იაპონიის კიდევ ერთ მასშტაბურ გამოფენაზე „Wine & Gourmet Show“, რომელიც აპრილში, ტოკიოში გაიმართება“ - განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.
როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, გამოფენის სტუმრების მხრიდან ქართული ღვინოების მიმართ ინტერესი დიდია.
გამოფენის გახსნის დღეს ქართული ღვინის კომპანიებს გადაეცა საერთაშორისო კონკურსში „საკურა“ (The 3rd “Sakura” Japan Women’s Wine Awards 2016) მიღებული ჯილდოები. როგორც მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი, 9 დასახელების ქართულმა ღვინომ ერთი ორმაგი ოქრო, 4 ოქროს და 4 ვერცხლის მედალი დაიმსახურა. გამარჯვებული ღვინოებია: ორმაგი ოქრო - „საფერავი რეზერვი. 2005“ კომპანია „კახური“; ოქრო - „საფერავი. 2008“, კომპანია „კახური“; ოქრო - „საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013“, კომპანია „ლუკასი“; ოქრო - „მარანი. კონდოლის ვენახები. სამი. 2013“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ოქრო - „მარანი. რეზერვი. 2007“ კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ვერცხლი - „მუკუზანი იბერიული. 2013“, კომპანია „შუმი“; ვერცხლი - „ნაფარეული. 2013“, კომპანია „შუმი“; ვერცხლი - „სატრაპეზო საფერავი. 2012“, კომპანია „თელავის ღვინის მარანი“; ვერცხლი - „საფერავი ქვევრის. 2011“, კორპორაცია „ქინძმარაული“.
კონკურს „საკურას“ ხელმძღვანელმა, იაპონიის უმაღლესი კლასის სომელიემ, ქალბატონმა იუმი ტანაბემ აღნიშნა, რომ ქართულმა ღვინომ მას საქართველოს გაცნობის სურვილი გაუჩინა და რომ გეგმავს ეწვიოს საქართველოს.
გამოფენის ფარგლებში, სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ჩოლობარგიამ ქართული ღვინის პრეზენტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ წარმოადგინა. პრეზენტაციას სომელიეები, ჟურნალისტები, მარკეტოლოგები, იმპორტიორი კომპანიების, ალკოჰოლური სასმალების მაღაზიებისა და სასტუმროების წარმომადგენლები დაესწრნენ.
„FOODEX JAPAN” 1976 წლიდან ტარდება და ის აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენად ითვლება. წელს გამოფენაზე წარმოდგენილია 80-მდე ქვეყანა და მას ატეულ ათასობით ღვინის იმპორტიორი, პროფესიონალი და მოყვარული ესწრება.
2015 წელს საქართველოდან იაპონიაში ექსპორტირებული იყო 138 290 ბოთლი ღვინო, რაც 5%-ით აღემატებოდა 2014 წლის ექსპორტს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















