საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 16:56 | 09.03.2016
ნანახია: 1449

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაქოს IV გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ხვალ აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ბაქოს IV გლობალურ ფორუმზე - „მრავალპოლარული მსოფლიოსაკენ", რომელიც ნიზამი განჯევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით იმართება, გიორგი მარგველაშვილი 70-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობებზე, რეგიონში მოქმედ პროექტებზე, საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება. ასევე დაგეგმილია პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე