დონბასში, რუსების ახალი შეტევა 15 თებერვლის შემდეგ ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი - ჰაიდაი

საქართველო, თბილისი - 13:05 | 06.02.2023
ნანახია: 226

დონბასში, რუსების ახალი შეტევა 15 თებერვლის შემდეგ ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. ამის შესახებ ლუჰანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპანტები აღნიშნული მიმართულებით სულ უფრო მეტ ძალას აგზავნიან.

ასევე ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში ფიქსირდება სულ უფრო მეტი ტექნიკა. ჰაიდაის თქმით, ოკუპანტები აგებენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს, საიდანაც ახალი შეტევის განვითარებას შეეცდებიან.

მისივე თქმით, რუსები იმარაგებენ საბრძოლო მასალას, რაც ასევე იმის მანიშნებელია, რომ ისინი სრულმასშტაბიანი იერიშისთვის ემზადებიან.

როგორც ჰაიდაიმ აღნიშნა, მობილიზებული პირების ორთვიანი სწავლება სრულდება და რუსეთს დასჭირდება დაახლოებით 10 დღე, რათა ისინი უკრაინაში გადაისროლოს და ახალი შეტევისთვის რეზერვი შეკრიბოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე