თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა

საქართველო, თბილისი - 11:57 | 06.02.2023
ნანახია: 210

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ქვეყნის ათ პროვინციაში 284 ადამიანი დაიღუპა და 2 323 დაშავდა. ამის შესახებ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა, ფუათ ოქტაიმ განაცხადა.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს, გამთენიისას მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა სირიაშიც. დაღუპულია 237 ადამიანი, დაშავდა 600-ზე მეტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე