ბოლო მონაცემებით, სირიაში მიწისძვრას 237 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 06.02.2023
ნანახია: 275

სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სტიქიას 237 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 600-ზე მეტი. დაზარალებულ პროვინციებს შორისაა ალეპო, ლატაკია, ჰამა და ტარტუსი.

 დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს ადამიანი.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში დღეს გამთენიისას მოხდა. სტიქიის სიმძლავრე აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.

თურქეთში ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 76 ადამიანი, 440 კი - დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე