თურქეთში მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:56 | 06.02.2023
ნანახია: 225

თურქეთში ბოლო ცნობებით, მიწისძვრას 76 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 440 დაშავდა. სტიქიამ ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, სამართალდამცავები და არმია.

სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ღაზიანთეფთან იყო.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სტიქიის სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე