ჩილეში მასშტაბურ ტყის ხანძარს, სულ მცირე, 23 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:27 | 05.02.2023
ნანახია: 187

ჩილეში მასშტაბური ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიღუპა. ევაკუირებულია ათასზე მეტი ადამიანი, 979 პირი კი დაშავებულია.

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის სამხრეთით სამ რეგიონში – არაუკანიაში, ბიობიოსა და ნუბლეში გამოაცხადა.

ხელისუფლების მონაცემებით, ხანძრის შედეგად დამწვარია 40 ათასი ჰექტარის ფართობის ტერიტორია.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, კაროლინა ტოჰამ განაცხადა, მეტეოროლოგიური პირობები ხანძრის ქრობის ოპერაციას აფერხებს და სიტუაცია სულ უფრო უარესდება. ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე